2015-01-18 19:28:56, 1560 ნახვა
მსოფლიო
უგლეგორსკში სროლის შედეგად ორი ბავშვი გარდაიცვალა
უგლეგორსკში სროლის შედეგად ორი ბავშვი გარდაიცვალა. როგორც დონეცკის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ვიჩისლავ აბროსკინი იუწყება, ტერორისტებმა საცხოვრებელი სახლები დაბომბეს.
„გარდაიცვალნენ 7 და 16 წლის ძმები, დაჭრილია მათი და 8 წლის გოგონა, რომელიც ამჟამად ქალაქის საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება“,-წერს ვიჩისლავ აბროსკინი.
ინციდენტის ადგილას ამჟამად მუშაობენ სამართალდამცავები,
მისივე ინფორმაციით, სროლები კრასნოგოროვკშიც მიმდინარეობს (Красногоровке)
„დილით 18 იანვარს, ბოევიკებმა ნაღმტყორცნებით კრასნოგოროვკის დასახლებული პუნქტი დაბომბეს და საცხოვრებელი სახლები ააფეთქეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალბატონი, ხოლო მისი მეუღლე დაჭრილია. ასევე დაჭრილები არიან სოვხოზნოის ქუჩაზე მცხოვრები მამა და შვილი“,-აღნიშნა შსს-ს ხელმძღვანელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან