2015-01-14 18:35:49, 1461 ნახვა
მსოფლიო
გიუმრიში მკვლელი რუსი ჯარისკაცის სომხეთისთვის გადაცემის მოთხოვნით აქციები იმართება
გიუმრიში რუსეთის საკონსულოსთან, სომხეთის 6 მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილის რუსი ჯარისკაცის ვალერი პერმიაკოვის სომხეთისთვის გადაცემის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
აქცია მოგვიანებით შირაქის ოლქის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. მომიტინგეებსა პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს გიუმრიში განლაგებული 102-ე ბაზის სამხედრო მოსამსახურემ, ბაზა თვითნებურად დატოვა, ავეტისიანების ოჯახში შეაღწია და 6 სულიანი ოჯახი ამოხოცა.
ჯარისკაცი სომხეთ-თურქეთის საზღვარზე რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს.
მის მიმართ მკვლელობის და დეზერტირობის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს რუსეთის სამხედრო პროკურატურა იძიებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან