10:46 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-05 00:09:19, 6810 ნახვა

პოლიტიკა
მიქელაძე: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის თამთა მიქელაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.

მიქელაძე ფეისბუქ სტატუსში წერს, რომ ჯერჯერობით დაკავების მიზეზი და სადიგოვის ადგილმდებარეობა, უცნობია.

"დაახლოებით ნახევარი საათის წინ, საკუთარ სახლში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა.

გუშინ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვს მოუხსნა გირაოს ღონისძიება და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამის საფუძველი თავად აზერბაიჯანის მიერ 1 აპრილს აფგან სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა გახდა. საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანმა არ მიიღო მაშინაც კი, როდესაც ამის შესაძლებლობა თავად სტრასბურგის სასამართლომ მისცა მეგობრული მორიგების ფარგლებში.

ამ სრულიად მოულოდნელმა პროცესმა ბევრი ეჭვი გააჩინა, თუმცა მაინც გვიტოვებდა იმედს, რომ ეს ადამიანი მალე დატოვებდა საქართველოს და ოჯახთან გაერთიანებას შეძლებდა.

თუმცა დღეს მოხდა ეს. ძალიან მაღალია რისკი, რომ ის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის საფუძველზე, რეპრესიული და ანტიდემოკრატიული ნორმების გამოყენებით, სისხლის სამართლებრივი წესით დააკავეს. როგორც გახსოვთ, მიმდინარე წლის 17 იანვარს საქალაქო სასამართლომ ამ საკითხზე საქმე პროკურატურაში გადააგზავნა გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თუ ეს ასეა, როგორც ჩანს "ქართული ოცნება" ცდილობს აფგან სადიგოვის საქმეზე სრული პასუხისმგებლობა თავად აიღოს და ალიევის რეჟიმს კიდევ ერთი ძღვენი მიართვას [რატომ არ ვიცი]

ჩვენ ახლა ყველა საშუალებას ვიყენებთ მისი დაკავების მიზეზისა და ადგილსამყოფელის დასადგენად. კარგი იქნება, თუ მედია ასევე დაგვეხმარება ამ ამბის დროულ გარკვევაში." - წერს მიქელაძე. 

სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მისი მეუღლეც ავრცელებს და უსაფრთხოების კამერის ჩანაწერს ასაჯაროვებს. სევინჩ სადიგოვი წერს, რომ პოლიცია მივიდა სახლში, სადაც აფგანი ცხოვრობს და ცდილობდა კარის შემტვრევას და მის გაღებას ითხოვდა.

"მას შემდეგ რაც აფგანმა კარი გააღო, ძალადობრივად წაიყვანეს ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე. შემდეგ უსაფრთხოების კამერა გამორთეს და ჩანაწერიც წაშალეს. თუმცა წაშლამდე მოვახერხე გარკვეული ვიდეომასალის შენახვა." - წერს ჟურნალისტის მეუღლე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics