|
2026-03-23 15:50:32, 2403 ნახვა
ეკონომიკა
7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
7.5%-იანი ფიქსირებული განაკვეთი ლარში სამწლიანი ვადით, 10%-იანი თანამონაწილეობა და სპეციალური სააქციო ფასი - ეს „მაზდა ცენტრი თეგეტას“ განსაკუთრებული შეთავაზებაა მათთვის, ვინც Mazda CX60-ის შეძენას მაისის ბოლომდე გადაწყვეტენ. უპრეცედენტო პირობა, რომელიც ერთდროულად მოიცავს ფასდაკლებასა და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დაბალ სალიზინგო განაკვეთს, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ავტომობილი ყოველგვარი ფინანსური კომპრომისის გარეშე შეიძინოს. „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მიერ შეთავაზებული ეს უნიკალური საბანკო პროდუქტი მნიშვნელოვნად ამცირებს ჯამურად გადასახდელ პროცენტს, ასევე ყოველთვიურ გადასახადს და მომხმარებელს ფინანსური სტაბილურობის გარანტიას უქმნის.
მაკა სახვაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი მიზანია, მომხმარებელს არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ავტომობილი, არამედ მისი შეძენის საუკეთესო გამოცდილებაც შევთავაზოთ. ამიტომაც, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შევქმენით უნიკალური პირობა, სადაც გვაქვს შეღავათიანი ლიზინგი, 7.5%-იანი ფიქსირებული განაკვეთი ლარში და ასევე ფასდაკლება პრემიუმ კლასის ავტომობილზე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს განაკვეთი ქართულ ბაზარზე უპრეცედენტოა. Mazda-ს ეს განსაკუთრებული მოდელი, პრემიუმ კლასის CX60, წარმოდგენილია სააქციო ფასად და მისი შეძენა $34.800-ად არის შესაძლებელი, ეკვივალენტი ლარში. დაბალი საპროცენტო განაკვეთი ლარში კი ნიშნავს ჯამურად ნაკლებ გადახდილ პროცენტს და შემცირებულ ყოველთვიურ გადასახდელს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილის შეძენის მსურველებს არ სჭირდებათ დიდი საწყისი ინვესტიცია - იხდიან მხოლოდ მინიმალურ წინასწარ შენატანს და სამი წლის განმავლობაში ფიქსირებულად ინარჩუნებენ ბაზარზე არსებულ შესყიდვის საუკეთესო პირობას. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიზრუნოთ მომხმარებელზე და ისეთი ფინანსური მოქნილობა შევთავაზოთ, რომელიც მათ შემოსავალზეა მორგებული“.
მომხმარებლის ინტერესებს ერგება გადახდის გრაფიკიც. მიუხედავად იმისა, რომ აქცია 10%-იან წინასწარ შენატანს გულისხმობს, Mazda CX60-ის შეძენის მსურველებს არჩევანის სრული თავისუფლება აქვთ - მათ შეუძლიათ გაზარდონ თანამონაწილეობის თანხა და, შესაბამისად, ყოველთვიური გადასახადიც თავად დაარეგულირონ. მოქმედებს Trade-In პირობაც, რაც ძველი ავტომობილის ახალი Mazda CX60-ით ჩანაცვლებას გულისხმობს. იაპონური ბრენდის ეს გამორჩეული მოდელი მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით არ არის მიმზიდველი. Mazda CX-60 პრემიუმ კლასის ავტომობილის ყველა მახასიათებლით არის აღჭურვილი - ოთხივე წამყვანი თვალი, 360-გრადუსიანი ხედვის კამერა და უხილავი ზონების კონტროლი მეტი უსაფრთხოებისათვის. მაქსიმალურ კომფორტზეა გათვლილი ინტერიერიც: ტყავის სავარძლები გათბობა-გაგრილების ფუნქციით, პანორამული ჭერი, რომელიც სალონს მეტ სივრცესა და სინათლეს სძენს და BOSE-ის პრემიუმ აუდიოსისტემა. „მაზდა ცენტრი თეგეტას“ უნიკალური შეთავაზება უკვე აქტიურია და მაისის ბოლომდე იმოქმედებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, დავით აღმაშენებლის ხეივნის №152-ში მდებარე შოურუმს ესტუმროს, ჩანიშნოს ტესტ-დრაივი და Mazda CX-60-ის შესაძლებლობები პირადად გამოცადოს. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)