14:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 16:23:13, 1252 ნახვა

Lifestyle
ნათია ფანჯიკიძე: ორი მსხვერპლი უკვე მაქსიმალური დაუნდობლობით გაიმეტეს

ბევრად ტოტალური ბოროტება დაგვედევნება არჩევნებამდე, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. ორი მსხვერპლი უკვე მაქსიმალური დაუნდობლობით გაიმეტეს, - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„როგორც ჩანს, ბევრად ტოტალური ბოროტება დაგვედევნება არჩევნებამდე, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. ორი მსხვერპლი უკვე მაქსიმალური დაუნდობლობით გაიმეტეს. როცა ადამიანის ფიზიკურ თუ მორალურ სიკვდილს გეგმავ, მასთან ერთად იგულისხმება, რომ ანადგურებ ბევრ სხვა მის ახლობელს.

ცოტა ხანში რომ გაიგოთ, რომ დავუშვათ მე მოვკვდი ალერგიით, ან ასთმის შეტევით, წინასწარ ვაცხადებ, არცერთი არ მაწუხებს და საერთოდაც, ჩემს სიკვდილში დამნაშავე მე არ ვიქნები, არანაირად არ მცალია ახლა ამისთვის.

არაუშავს, არ იფიქროთ, რომ სამყარო ბოროტია, სამყარო თქვენ ხართ ჩემო ძალიან კარგო ადამიანებო. სიბნელე და ადამიანის განადგურებისთვის მზადმყოფი დიდი და პატარა ბოროტები ერთი შეხედვით ჩანან საშიშები, სინამდვილეში არაფრის ძალა არა აქვთ სიკეთის და ადამიანობის წინაშე.

მიყვარხართ, ბედნიერი ვარ, რომ სინათლის მატარებლები ხართ და მეც ვიცი რისთვის დავიბადე, მეც ჩემი პაწაწინა შუქუკათი ერთ-ორს მაინც რომ გავუნათო ბუღდაჯანებიანი სიბნელე.

აუცილებლად დადგება მშვიდი და კეთილი ყოფა ამ ქვეყანაში“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics