2015-02-03 13:01:50, 948 ნახვა
სამართალი
გურჯაანში, სასამართლო დარბაზიდან პატიმარი გაიქცა
21 წლის დიმა ხაჩიაშვილი, რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციის თანამშრომლებს გუშინ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან გაექცა.
ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო დარბაზიდან გაქცეული დიმა ხაჩიაშვილი საპატრულო პოლიციამ გუშინ, გვიან საღამოს, საგარეჯოს რაიონში, კახეთიდან თბილისისკენ მიმავალ ტაქსში აღმოაჩინა, მაგრამ ბრალდებულმა გაქცევა კვლავ მოახერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებულ ინფორმაციას ადასტურებს და განმარტავს, რომ ამ დროისთვის დამნაშავის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, პროკურატურამ სამართალდამცავების მიმართ, რომლებსაც პატიმარი გაექცათ, გამოძიება სამსახურეობრივი დაუდევრობის შესასწავლად დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან