20:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 19:48:34, 7347 ნახვა

ომი უკრაინაში
მეცნიერებმა COVID-19-ის ზედაპირებზე არსებობის ხანგრძლივობაში დაზუსტებები შეიტანეს

შესაბამის პირობებში COVID-19-ს საგნების ზედაპირებზე არსებობა 17 დღის მანძილზე შეუძლია. ამერიკელი მეცნიერები შემაშფოთებელ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც კორონავირუსით დაინფიცირებული მეზღვაურების ოთახებიდან სიჯნები აიღეს. ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოთახში, სადაც ავადმყოფი იმყოფება მზე და სუფთა ჰაერი არ აღწევს, COVID-19  17 დღის მანძილზე არსებობს და ხიფათის შემცველი რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) - ს მოხსენებაში ვკითხულობთ.
CDC გამოდის რეკომენდაციით, შეიზღუდოს ყველა ტიპის ტურისტული მოგზაურობები. აგრეთვე მედიკოსები მიდიან დასკვნამდე, რომ ინფიცირების ყველაზე მასშტაბული შემთხვევები სწორედ რომ დახურული სივრცეებში ხდება, სადაც ინტერნაციონალური აუდიტორია შეინიშნება. ასე გასული თვის მანძილზე , საკრუიზო გემებზე COVID-19 - ით 800 ადამიანზე მეტი დაინფიცირდა, შემდგომ 10 მათგანი გარდაიცვალა. 
თებერვალში  COVID-19-ის ერთ-ერთი კერა საკრუიზო ლაინერი Diamond Princess გახდა. გემზე 3,7 ათასი მგზავრიდან ,705-ს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების თქმით გემზე ეპიდემია ერთი ინფიცირებულით დაიწყო, ის 80 წლის ჩინეთის მოქალაქე იყო. 
ექიმები ამტკიცებენ, რომ ახალი კორონავირუსის ზედაპირებზე არსებობა ისეთი გარე ფაქტორტებით არის განპირობებული, როგორებიცაა ჰაერის ცირკულაცია, ჰაერის სინოტივე, მზის სხივების რაოდენობა და ზოგადი ტემპოერატურა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics