00:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 14:03:37, 1134 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობამ საქართველოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის პროექტი დაამტკიცა

მთავრობამ საქართველოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის პროექტი დაამტკიცა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებია მაგისტრალური სადენების სისტემების შექმნას ითავალისწინებს.

მისივე თქმით, 2000-დე დასახელბული პუნქტი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებს.

„მთელი საქართელოს მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის უზრუნველყოფის პროექტი დამტკიცდა.  მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას , იმისთვის რომ მაგისტრალური საკაბელო სისტემა შეიქმნას მთელ საქართველოში და 2000- დე დასხლებულ პუნქტში. კერძოდ 1963 დასახლებული პუნქტისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება. საუბარია მაგისტრალური სადენების სისტემების შექმნაზე კომპანია კი, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს ვალდებული იქნება 3 წლის განმავლობაში მოახდინოს მთელი საქართველოს ცენტრალური ქსელებით უზრუნველყოფა,  რის შემდეგაც უკვე მცირე ზომით პროვაიდერები მოახდენენ ინტერნეტის საბოლოო მომხმარებლამდე მიყვანას“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა .

მინისტრის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლოს საქართველო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი.

„ამას დიდი მნიშვნელობა აქვს , როგორც ეკონომიკური განვითარების კუთხით ასევე სოციალური დანიშნულებით“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics