11:37 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-13 17:20:08, 574 ნახვა

რეგიონი
ზურაბ თენიეშვილი აჭარის დასაქმების სააგენტოს 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრო

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი აჭარის დასაქმების სააგენტოს 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კახიძემ, მომდევნო წლის გეგმები და სიახლეები დაინტერესებულ პირებს წარუდგინა და მათგან რეკომენდაციები მოისმინა.

"გეგმის თანახმად, დასაქმების სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტი 1 731 600 ლარი იქნება. უწყება გააგრძელებს მოსარგებლეთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებასა და დასაქმებაზე ორიენტირებულ ყველა არსებულ პროგრამას. 

დაგეგმილია ახალი პროგრამის ამოქმედება - "საკვანძო  კომპეტენციების განვითარება“, რომლის მიზანია პროფესიის დამხმარე უნარების განვითარების გზით, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში, 70 პირი მიიღებს მოკლევადიანი ინტენსიური სწავლების კურსს, როგორიცაა: სამეწარმეო უნარები, მულტილინგვინური კომპეტენცია - დარგობრივი უცხო ენა, ციფრული კომპეტენცია, ვექტორული და გრაფიკული პროგრამები - 3D Max, Photoshop,  Illustrator, InDesign, Corel DRAW, სასტუმრო, სარესტორნო, სასაწყობე პროგრამების მიმართულებებით.

გარდა ამისა, პროფესიულ მომზადება/გადამზადების პროგრამაში დაემატება ახალი პროფესიები - გაზგაყვანილობის მილების შემდუღებელ-მემონტაჟე და ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობელი სისტემების მემონტაჟე. ეს პროფესიები დაეხმარება მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების პროცესს და შესაბამისად, გაიზრდება დასაქმების შესაძლებლობები ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის. პროგრამით 35 პირს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს სასწავლო პროცესში",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics