11:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-13 18:18:11, 669 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით FERRANDI-ის სკოლასთან თანამშრომლობა იგეგმება

აჭარაში სერვისის განვითარების მიზნით FERRANDI Paris-ის უმაღლესს სკოლასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობთ, პარიზის კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის პრესტიჟულ სკოლასთან თანამშრომლობით, რეგიონში სექტორის წარმომადგენლებისთვის სპეციალური სატრენინგო-სასწავლო პროგრამების, მასტერკლასებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები განიხილება.

"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი FERRANDI-ის აკადემიის მუშაობის პრინციპებს, სასწავლო პროგრამებსა და პრაქტიკულ ლექციებს პარიზსა და დიჟონში დელეგაციის წევრებთან ერთად გაეცნო. შეხვედრებს ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, FERRANDI Paris-ის აკადემიისა და პარიზის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული კოლეჯის "ბლექ სი" და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის მენეჯმენტი ესწრებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics