|
2022-10-26 13:06:38, 1802 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე პროექტის „ჩვენი ჯარი“ მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პროექტს „ჩვენი ჯარი“ აქტიურად ახორციელებს, რომლის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები საჯარო სკოლებს სტუმრობენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებს აცნობენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს პროექტის მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი გაეცნენ. ისინი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, პროექტის ,,ჩვენი ჯარი" ფარგლებში თბილისის N67 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი მოსწავლეებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სამხედრო განათლებაზე, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მნიშვნელობაზე ესაუბრა. „ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჯარი გახდეს თქვენთვის უფრო ნაცნობი და საყვარელი. ჩვენი მთავარი მიზანია, უკეთ აგიხსნათ, თუ რას საქმიანობს ჩვენი ჯარი, რათა უფრო ახლობელი და მისაღები გახდეს თქვენთვის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს. უფროსკლასელებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტის „ჩვენი ჯარი“' საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)