15:41 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 13:31:01, 702 ნახვა

სამართალი
გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გურჯაანის რაიონული სასამართლოდან გაქცეული პატიმარი დიმიტრი ხაჩიაშვილი ბათუმში დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება ხაჩიაშვილის მიმართ პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის, ხოლო გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების მიმართ, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს.

„შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, გურჯაანის რაიონული სამმართველოს და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული დიმა ხაჩიაშვილი პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმა ხაჩიაშვილმა გურჯაანში, სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1969 წელს დაბადებულ გელა კ-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიმა ხაჩიაშვილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში სოფელ ველისციხეშივე დააკავეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, დიმა ხაჩიაშვილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. სამართალდამცველებმა დიმა ხ. ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიება დიმა ხაჩიაშვილის მიმართ პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლით).

ხოლო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების მიმართ, რომლებიც დაკავებულის ბადრაგირებას ახდენდნენ, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics