23:16 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 21:30:35, 1121 ნახვა

სპეციალური ანონსი
10 აგვისტოს ანონსი

10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას ქ.#7

10:00 საათზე, ზესტაფონში ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
მის: ზესტაფონი, რუსთაველის ქ. N1; ქალაქის ცენტრი, გამგეობის მოპირდაპირე მხარე

12:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში", საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე, სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფთან და შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს ხელმძღვანელობასთან ერთად, ქალაქის ნარჩენების პოლიგონზე კომპანია „დაგის“ მიერ მიმდინარე სამშენებლო და საკონსერვაციო სამუშაოებს ადგილზე დააკვირდება.
მისამართი: დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორია, ქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი

15:00 საათზე, ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, უმცროს სერჟანტ მდინარი ბებიაშვილს ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში დაკრძალავენ.

17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი თანამედროვე მექსიკელი არტისტის, როჯერ ვონ გუნტენის გამოფენას ,,ედემი’’ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში უმასპინძლებს.
მის.: ლ. გუდიაშვილის ქ. #110





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics