03:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 19:05:35, 817 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე მოსახლეობას მაღალმთიანი აჭარის კიდევ რამდენიმე სოფელში შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მოსახლეობას მაღალმთიანი აჭარის კიდევ რამდენიმე სოფელში შეხვდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს შეხვედრები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში გაიმართა, სადაც ზურაბ პატარაძე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ხულოს მაჟორიტარ კანდიდატებთან პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში - ანზორ ბოლქვაძესთან და ხვიჩა შარაშიძესთან ერთად იმყოფებოდა.

სოფლის მოსახლეობას ზურაბ პატარაძემ მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინა და მათთან ერთად „ქართული ოცნების" გუნდის მომავალი გეგმების, ასევე მთის კანონით დადგენილი იმ შეღავათების შესახებ ესაუბრა, რომელთა დიდი ნაწილით უკვე სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტი. ზურაბ პატარაძის თქმით, მთის კანონი, ისევე როგორც ბევრი საინტერესო პროექტი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით, მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას.

განსაკუთრებული ხაზი გაესვა კურორტ გოდერძზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, ხულო-ადიგენის გზის მონაკვეთის რებილიტაციის საკითხს და ეკოტურიზმის პოტენციალის განვითარებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics