18:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 18:31:34, 769 ნახვა

სხვადასხვა
მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა  გელა არჩვაძემ,  რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად,  შემოერთებულ ტერიოტიებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა და  ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სოფელ ტაბახმელაში,  გუდელისის ქუჩაზე 2 000 კვ. მეტრზე დაიგება ასფალტის ორი ფენა და მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, რომელიც 120 მეტრს მოიცავს. აღნიშნულ მისამართზე სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და თვის ბოლომდე დასრულდება. გამგეობის ბიუჯეტიდან გუდელისის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 120 000 ლარია გამოყოფილი.

ასევე,  მიმდინარეობს ტაბახმელასა და წავსკისში სასაფლაომდე მისასვლელი 3 155 კვ. მეტრი გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. აღსანიშნავია რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა. 1 500 კვ. მეტრი გზის საფარი მოეწყო შინდისში ნაკაშიძის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართზე დაიგო ასფალტის ორი ფენა და მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 54 000 ლარი დაიხარჯა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics