17:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 09:50:25, 1052 ნახვა

ომი უკრაინაში
მარკ რუტე - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შეუქცევადია

უკრაინის ალიანსში გაწევრიანება შეუქცევადია, თუმცა არ იქნება რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ტელეარხთან „ჩვენ უკრაინა“ ინტერვიუში განაცხადა.

ნატო-ს ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინის გზა ალიანსის წევრობისკენ შეუქცევადია, კვლავ ძალაშია.

„უკრაინის გზა ნატო-ში შეუქცევადია. ეს იყო ვაშინგტონის სამიტის შედეგი და არაფერი შეცვლილა. როდესაც ვამბობდით, რომ უკრაინა ერთ დღეს გახდება ნატო-ს წევრი, ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს იქნება სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი“, – განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, დასავლეთის მიზანია უკრაინისთვის „ნამდვილი მშვიდობის“ უზრუნველყოფა და არა კონფლიქტის მორიგი გაყინვა, მინსკის შეთანხმებების მსგავსად.

„რა თქმა უნდა, ის, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი მუშაობს, არის უკრაინის მიყვანა მყარ, ხანგრძლივ მშვიდობამდე“, – განაცხადა რუტემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics