18:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-01 15:12:19, 584 ნახვა

საზოგადოება
„RMG Gold“–ს სატყეო ფონდით სარგებლობის უფლება 2020 წლამდე გაუგრძელდა

კომპანია „RMG Gold“–ს სატყეო ფონდით სარგებლობის უფლება 2020 წლის პირველ იანვრამდე გაუგრძელდა. 

შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა. 

განკარგულების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების  მიზნით, ტყის ფონდით კაზრეთის სატყეოს მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში არსებულ მიწის ფართობზე ისარგებლებს. 

სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის, კომპანია  „RMG Gold“ –მა საკომპენსაციო ღონისძიების სახით ბოლნისის რაიონში 2015 წლის 15 მარტიდან 1 მაისამდე ტყის კულტურის გაშენება უნდა უზრუნველყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics