22:33 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 11:34:19, 2043 ნახვა

ომი უკრაინაში
პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორი - ოთხი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

"რაც შეეხება ოთხ პაციენტს, რომელიც ინფიცირებულია, მათი მდგომარეობა დღეისათვის სტაბუილურია", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ კლინიკაში მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ შემუშავებული მკურნალობის სტანდარტით ხელმძღვანელობენ, რომელიც ეფექტურად მუშაობს და მან პაციენტების მდგომარეობის დასტაბილურება გამოიწვია.

"კლინიკაში ამ ეტაპზე 81 პაციენტია, გუშინ საეჭვო შემთხვევა შემოვიდა 16, გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიების ტესტიდან მიღებული პასუხი, საბედნიეროდ, ყველა უარყოფთია. რაც შეეხება ოთხ პაციენტს, რომელიც ინფიცირებულია, მათი მდგომარეობა დღეისათვის სტაბუილურია. მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანას ამ ეტაპზე სახელმწიფო პროტოკოლი არ გააჩნია მკურნალობის სტანდარტთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენი კლინიკა ხელმძღვანელობა მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გამოყენებული გაიდლაინით. აღნიშნული მკურნალობის ჩატარებამ მოგვცა ეფექტი, ოთხივე ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დადებითი კლინიკური მდგომარეობით ფასდება. დღეს საკოორდინაციო საბჭ შეიკრიბება მკურნალობის თემასთან დაკავშირებით და გათვალისწინებული იქნება ჩვენს პროტოკოლში ღნიშნული პროტოკოლის ტაქტიკა", - განაცხადა ლევან რატიანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics