2026-04-05 15:20:47, 1094 ნახვა
საზოგადოება
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
ძლიერი ქარის გამო დიდ დიღომში, ერთ-ერთ მშენებლობაზე, ამწე წაიქცა - ინფორმაციას ჩემი ქალაქი მკლავს ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცოტა ხნის წინ სარაჯიშვილზე ერთ-ერთი კორპუსის ფასადი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ავტომობილები. ამ წუთებში ადგილზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,