22:13 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 20:07:25, 3245 ნახვა

პოლიტიკა
გელა უძილაურის ჩვენება: გამომძიებლები მთავაზობდნენ, მიქაძეები და ჯოხაძე მკვლელობის დამკვეთებად დამესახელებინა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა სასამართლოში განაცხადა, რომ მასთან ციხეში გამომძიებლები შევიდნენ და შეღავათების სანაცვლოდ ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის მკვლელობის დამკვეთებად დასახელება შესთავაზეს. 

​გელა უძილაურის განცხადებით, აღნიშნული საქმის ერთადერთი დამნაშავე თავად არის. 

ერთადერთი დამნაშავე მე ვარ ამ საქმის. ციხეში შემოვიდნენ გამომძიებლები იოსებ სიგუა, გიორგი ავალიშვილი და მთავაზობდნენ, თუ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს მკვლელობის დამკვეთებად და ორგანიზატორებად დავასახელებდი შეღავათებსაც მივიღებდი," - თქვა გელა უძილაურმა სასამართლოში. 

შეგახსენებთ, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცალკე წარმოებად გამოყოფილ პროცესზე მსჯავრდებული გელა უძიალაური იკითხება. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics