2026-04-10 16:57:03, 1286 ნახვა
პოლიტიკა
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას ადვოკატი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მოსამართლე ცეკვავამ, წითელ პარასკევს ადამიანი 10 დღით გაუშვა პატიმრობაში", - წერს ის.
ცნობისთვის, მოქალაქე შოთა ოდიშვილი პოლიციამ გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან მას შემდეგ დააკავა, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილს "ნაბი*ვარი" უწოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,