23:04 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 11:08:27, 2391 ნახვა

სამხედრო
პენტაგონმა სიცრუე უწოდა შოიგუს განცხადებას, თითქოს უკრაინაში ამერიკელი კერძო სამხედრო კომპანიებია

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს სიტყვებს აღმოსავლეთ უკრაინაში ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიების ყოფნისა და ქიმიური იარაღით პროვოკაციების მომზადების შესახებ "სრულიად ცრუ" უწოდა. კირბის გამოსვლა პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბრიფინგზე კირბის ჰკითხეს, იცოდა თუ არა დონბასისთვის ამერიკული PMC-ების მიერ ქიმიური ნივთიერებების მიწოდების შესახებ. „მინისტრ შოიგუს ეს განცხადებები სრულიად მცდარია“, - თქვა პენტაგონის სპიკერმა საპასუხოდ.

კითხვაზე, თუ საიდან იცოდა მან ასეთი მარაგების არარსებობის შესახებ, კირბიმ გაიმეორა, რომ ასეთი განცხადებები "არ იყო სიმართლე".

კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბოლო დღეებში შოიგუს არ ესაუბრა და უახლოეს მომავალში მსგავსი გეგმები არ აქვს.
გუშინ შაიგუმ თავდაცვის სამინისტროს გამგეობის გაფართოებულ სხდომაზე გამოსვლისას  თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიების 120-ზე მეტი თანამშრომელი იმყოფებოდა.

შოიგუს თქმით, ამერიკული PMC-ების თანამშრომლები ავდეევკასა და პრიაზოვსკოეს დასახლებებში არიან განლაგებული. „ისინი ამზადებენ საცეცხლე პოზიციებს საცხოვრებელ კორპუსებში და სოციალურად მნიშვნელოვან ობიექტებში, ამზადებენ უკრაინის სპეცოპერაციების ძალებს და რადიკალურ შეიარაღებულ ჯგუფებს აქტიური საომარი მოქმედებებისთვის“, - თქვა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics