23:05 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 12:08:26, 1710 ნახვა

სამხედრო
სამხედრო პოლიციის წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე Agile Spirit 2021-ის ფარგლებში

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ოცეული სამხედრო წვრთნებში აქტიურადაა ჩართული. – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წვრთნები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი კონვოის, პატრულირების, ცეცხლზე რეაგირებისა და უსაფრთხოების სავარჯიშოებს ასრულებს.

„მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქართული ოცეული აშშ-ის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებთან ერთად ერთობლივ წვრთნებსაც ახორციელებს. ერთობლივი წვრთნები ამერიკელ და ქართველ სამხედრო პოლიციელებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას უწყობს ხელს.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება. სამხედრო წვრთნების საველე კომპონენტი საჩვენებელი სწავლებით ორფოლოს პოლიგონზე დასრულდება''.- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics