18:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-08 21:28:40, 2457 ნახვა

საზოგადოება
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა

დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა - განაცხადა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაჩენის შემდეგ. 

"თუ შეიძლება რამემ შეამსუბუქოს ჩემი მდგომარეობა, მე დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა, ჩვენი დედაშვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც შინაგანად ვერ ვიღებ, ვერ ვიღებ, ვერ ვიცილებ გიგას. 

ველოდებოდი სასჯელს, იმიტომ რომ ესენი არიან მართლაც პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები. მათ უფრო მეტი საშუალება ექნებათ გონზე მოსვლის, დაფიქრების, როცა გარიდებული იქნებიან და თავიანთ თავთან უფრო ხშირად იქნებიან დარჩენილი, უფრო მეტად დაფიქრდებიან, თუ რა ჩაიდინეს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც მან [მოსამართლემ] ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე. მე სპეტაკი შვილი მომიკლეს." - თქვა გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ.

მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობისთვის ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს - 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს 2025 წლის 1 ოქტომბერს, არასრულწლოვანები ჩაუსაფრდნენ, სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. გიგა ავალიანი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics