12:58 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 13:11:56, 1364 ნახვა

ომი უკრაინაში
პრემიერი - კორონავირუსის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ შემთხვევები გაგვეზრდება

 

 „კორონავირუსის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭო და მთავრობა ეფექტურად მუშაობს, დამშვიდების საფუძველი არ არსებობს.

„გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,, რომ ჩვენ გვაქვს დამშვიდების საფუძველი. პირიქით, დღეს ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმვალობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდა დაავადების განვითარების სეჩერებისა და იმპორტირების შეჩერების საკითს დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. რაც პირდაპირ ნიშნავს იმას რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება. ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics