13:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-19 13:12:59, 689 ნახვა

სამხედრო
გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს სამხედრო სწავლების “Agile Spirit 2015”-ის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლების “Agile Spirit 2015”  მიმდინარეობასა და  საასწავლო პროცესს გაეცნო.
საქართველოს პრეზიდენტი სწავლების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგს დაესწრო, რომელზეც სამეთაურო-საშტაბო სწავლების სცენარი წარადგინეს.

გიორგი მარგველაშვილმა  პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სასწავლო უბნები დაათვალიერა და სწავლების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა. ქვეყნის პირველ პირს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა პოლკისა და მრავალეროვნული ბრიგადის მეთაურებმა სწავლების მიხედვით არსებული ვითარება გააცნეს.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იმყოფებოდნენ.
ნატო-ს სამხედრო სწავლება, რომელშიც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. 

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და 22 ივლისამდე გაგრძელდება. წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics