2015-07-15 17:35:02, 627 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ 2.2697 ლარი ეღირება
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ხვალ 1 დოლარი 2.2697 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2619 ლარადაა შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 2.5010 ლარი ეღირება. დღეს კი, მისი შეძენა 2.4931 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0079 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან