2015-07-14 17:17:18, 626 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ხვალ 1 დოლარი 2.2619 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2521 ლარადაა შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0098 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარდა. 1 ევრო ხვალ 2.4931 ლარი ეღირება. დღეს კი, მისი შეძენა 2.4938 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან