12:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 15:52:23, 8231 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი სამხედრო თვითმფრინავების წარმოების აღდგენას გეგმავს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ სამხედრო თვითმფრინავების წარმოება უნდა აღადგინოს.

როგორც მან პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ნდობის გამოცხადების შემთხვევაში მთავრობაში აღნიშნულ საკითხს დააყენებს.

„მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველი იყო ერთ-ერთი გამონაკლისი, სადაც მაღალტექნოლოგიური საწარმო არსებობდა, ჯერ კიდევ არსებობს, ე.წ. 31-ე ქარხანა, სადაც ჩვენ ვუშვებდთ სამხედრო თვითმფრინავებს. საბედნიეროდ, ქვეყანაში ჯერ კიდევ გვაქვს ინტელექტუალური რესურსი. ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ამ უნიკალური მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შექმნაზე, ჯერ კიდევ ცხოვრობენ ქვეყანაში. ვფიქრობ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი. მე ვაპირებ ამ საკითხის დასმას ძალიან აქტიურად მთავრობის შემადგენლობაში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, ეს შანსი, რომ აღვდგინოთ სამხედრო თვითმფრინავების წარმოება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics