02:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 13:20:46, 594 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 6 თვის მონაცემებით გადაჭარბებით შესრულდა

2015 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების პროგნოზი 4 მილიარდ 535.1მლნ ლარი, 252 მლნ. ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 4 მილიარდ 787.1მლნ ლარი შეადგინა (გეგმის 105.6%).

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებულია 76,9 მლნ ლარით და შეადგენს 3 მილიარდ 581 მლნ ლარს, რაც გეგმის (3 მილიარდ 504.1 მილიონი ლარი) 102.2%-ია. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლები 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 378,1 მლნ ლარით (11,8%-ით) აღემატება.

„ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 6 თვის გეგმის (3 მილიარდ 708.2 მლნ ლარი) მიმართ გადაჭარბდა 106.2 მლნ ლარით და შეადგინა 3 მილიარდ 814,4 მლნ ლარი, გეგმიური მაჩვენებლის 102,9%. 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი  2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 405 მლნ ლარით (11,9%-ით).

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ოთხივე კატეგორია(შემოსავლები, პრივატიზაცია, ფინანსური აქტივების კლება, ვალდებულებების ზრდა) გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით არის შესრულებული.

ამასთან, 2015 წლის სახელმწიფობიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი 6 თვის გეგმის (4 მილიარდ 572.7 მილიონი ლარი) მიმართ შეადგენს 96,2 %-ს“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი მიმდინარე წლის 6 თვის ბოლოსთვის შეადგენს 823,5 მლნ ლარს. ჯამში ნაშთის სახით, დაგროვილია დაგეგმილზე 427 მლნ ლარით მეტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics