19:16 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 10:54:42, 4928 ნახვა

სამხედრო
ბავშვთა დაცვის დღე დაღუპული სამხედროების შვილებს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი სამხედროების შვილებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა.

2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების შვილებმა სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. მხიარული სტარტების მონაწილე გუნდებს თავდაცვის მინისტრი, სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები გულშემატკივრობდნენ. სპორტული შეჯიბრებების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მედლები წარწერით - „მამის მეგობრისგან“ გადასცა. ლევან იზორიამ განაცხადა, რომ გარდაცვლილი სამხედროების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. იუნკერებმა ბავშვები ბურთებითა და ბადმინტონებით დაასაჩუქრეს.

მხიარული სტარტების შემდეგ, დაღუპული სამხედროების შვილები, სამხედროებთან ერთად, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთნენ. მათ საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს სიმულაციურ ცენტრში, გაისეირნეს კვადროციკლებით, დაესწრნენ ვირტუალური ბრძოლის სცენებს, ითამაშეს მაგიდის ჩოგბურთი და პეინტბოლი.

ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს პროექტის - „მამის მეგობრისგან“ ფარგლებში გაიმართა.

დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის მხიარულ სტარტებს ორგანიზება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ უსასყიდლოდ გაუწია.  

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics