19:16 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-26 12:54:11, 4674 ნახვა

სამხედრო
რეკრუტებმა და წვევამდელებმა ფიცი საზეიმოდ დადეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 
თბილისის გარდა, ფიცის დადება ხუთ ადგილზე მოხდა: 175 რეკრუტმა და წვევამდელმა ფიცი დადოზუგდიდში, დადიანების სასახლეში, ასევე რაჭაში - მრავალძალის მონასტერში, ქართლში - კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში - ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში - გრემის მონასტერში.
თავისუფლების მოედანზე ფიცი 288 რეკრუტმა დადო.
ცერემონიაში ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღო საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ფიცი საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩაიბარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics