2015-06-23 16:47:54, 564 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება ხვალ 2.2492 ლარი იქნება, დღეს კი მისი ღირებულება 2.2426 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0066 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ოფიციალური კურსით, ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.5252 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს კი ერთი ევრო 2.5449 ლარი ღირს.
კურსის ცვლილება ევროსთან მიმართებაში 0.0197 ლარია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან