|
2015-06-19 13:21:05, 584 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: საგარეო შოკების მიუხედავად საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია
„საგარეო შოკების მიუხედავად საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნეს გარემო“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მსოლიოში ყველაზე მარტივი ქვეყანაა საგადასახო სისტემის კუთხით. „საქართველო არის მოწინავე ქვეყანა გამჭვირვალობის და ღია მმართველობის კუთხით. საქართველომ დიდი გზა გაიარა საბაზრო პრინციპების განვითარების მიმართულებით. დღეს ქვეყანა აბსოლუტურად განსხავავებულია ვიდრე ეს იყო 20 წლის ან 2 წლი. ხელისუფების მიერ ეფექტური ნაბიჯების გადადგმით ხელი მოეწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას და მის ფარგლებში გაფორმებული სავაჭრო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რაც ბევრ პერსპექტივას გვიხსნის. რეგიონში შექმნილია რთული ვითარება, რამაც გავლენა იქონია ჩვენს ქვეყანაზე, თუმცა მიუხედავად საგარეო შოკებისა საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული ბიზნეს გარემო. როგორც საკუთრების დაცვის კუთხით, ასევე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შესამსუბუქებლად და კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით. ჩვენს ქვეყანაში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემა და ჩვენ ვართ დაბალი გადასახადების მქონე ღია ქვეყანა. ჩვენ გვაქვს სულ 6 გადასახადი და საერთოდ არ გავქვს სოციალური ტიპის გადასახადი. იმპორტი გადასახადს არც შეეხება 5 და 12%-დე არის განაკვეთი, გვაქვს ასევე მარტივი საბანკო და საგადასახაო პროცედურები“,-განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)