15:58 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 08:37:53, 5906 ნახვა

კულტურა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საზეიმოდ დაიხურა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომლის საპატიო სტუმარი ქვეყანაც წელს საქართველო იყო, საზეიმოდ დაიხურა.

 საქართველომ 2019 წლის საპატიო სტუმრის სტატუსი ნორვეგიას გადაულოცა. ტრადიციისამებრ, სპეციალური გრაგნილი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა ნორვეგიელ კოლეგას გადასცა.

ღონისძიებაზე ასევე შედგა ნორვეგიის საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია.

საზეიმო ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს სიურპრიზი მოუწყეს და ქართული სიმღერით - „სულიკოთი“ დაემშვიდობნენ. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 9 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ გახსნეს. 

გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო იყო წარმოდგენილი, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნებოდა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics