2018-10-04 15:32:51, 2169 ნახვა
ევროპის ამბები
დავითაშვილი: სალომე ზურაბიშვილი მართლაც ღირსეული კანდიდატია, ისეთი, როგორსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს
„სალომე ზურაბიშვილი მართლაც ღირსეული კანდიდატია. ისეთია, როგორსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, შეძლებს ღირსეულად წარმოადგინოს საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე და შეასრულოს ის როლი, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია, იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი, იყოს აპოლიტიკური, არ იყოს ერთი კონკრეტული ძალის წარმომადგენელი, იყოს ყველას პრეზიდენტი. ქალბატონი სალომე ასეთი კანდიდატია და ყველას გთხოვდით, რომ მას მხარი დავუჭიროთ“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საგარეჯოში ამომრჩეველთან შეხვედრაზე
ავტორი: ,