13:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-07 15:36:52, 2513 ნახვა

Lifestyle
ქეთი დოლიძე: გაჭირვების გამო წასულ ადამიანს არ შეიძლება, ემიგრანტი ერქვას

„თავისი ნებით წასულ ადამიანს (რა თქმა უნდა გაჭირვების გამო) ადამიანს, არ შეიძლება, ერქვას ემიგრანტი“, – ამის შესაებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. 

დოლიძის შეფასებით, ემიგრანტი ეწოდება ადამიანს, რომელიც ქვეყანას პოლიტიკური წყობის შეცვლისა და დევნის საშიშროების გამო იძულებით ტოვებს. 

„ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად:::: ემიგრანტი ეწოდება ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანაში პოლიტიკური წყობის შეცვლის და დევნის საშიშროების გამო ტოვებს ი ძ უ ლ ე ბ ი თ თავის ქვეყანას... და არა საკუთარი ნებით.... ამიტომ თავისი ნებით წასულ (რა თქმა უნდა გაჭირვების გამო) ადამიანს არ შეიძლება ერქვას ემიგრანტი.... აქ, საქართველოში ვინმე სდევნის? მიშას მომხრეები ხომ ურიცხვი ხართ უცხოეთში (?) და მითხარით, მისი მმართველობის დროს რატომ არ დაბრუნდით? არც მაშინ გდევნიდათ ვინმე. ამიტომ დაერქვას ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი. ყველა აქედან წასული ძალიან მეცოდება, მაგრამ ე მ ი გ რ ა ც ი ა ს თ ა ნ ამას საერთო არა აქვს! ღმერთმა ქნას მალე დაბრუნებულიყავით! ისე, ზოგოერთებს, ვისაც მიშა გენატრებათ, შეგიძლიათ ოდესაში მოინახულოთ!!!!! დიდად არ მეხატება გულზე მენშევიკები, მაგრამ ნოე ჟოედანიას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არასდროს მიუღია! ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი შიმშილით კვდებოდა საფრანგეთში“, – წერს ქეთი დოლიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics