16:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 13:49:31, 736 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაღუპული 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურის სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღვთისმსახურება IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის კაპელანმა გაბრიელ ბარბაქაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოში აღავლინა. დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა მიაგეს პატივი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალები თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი ჰელმანდის პროვინციაში 2013 წლის 6 ივნისს მოწინავე საპატრულო ბაზა „ორბზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics