14:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 15:10:32, 1306 ნახვა

სამხედრო
ქართველი სამხედროები „Invictus Games“-ის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეზოში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა „Invictus Games“-ის ოფიციალური დროშა აღმართეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ძლიერთა თამაშების“ მხარდამჭერი კამპანია ოფიციალურად დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო.

2018 წელს საქართველოს სახელს საერთაშორისო არენაზე 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე წარადგენს. ქართული გუნდი მონაწილეობას სპორტის შვიდ სახეობაში: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე მიიღებს. წელს „ძლიერთა თამაშები“ ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში ოფიცილურად 20 ოქტომბერს გაიხსნება და 27 ოქტომბერს დასრულდება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეზოში დროშის აღმართვის ცერემონიალს შეიარაღებული ძალების სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებიც ესრებოდნენ. დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია და სპორტულ აქტივობებში ჩართულობა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები წელს „ძლიერთა თამაშებში“ უკვე მეოთხედ ტარდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics