22:00 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-19 13:15:38, 6707 ნახვა

კულტურა
„თბილისის ცის ქვეშ“ - პროექტის ფარგლებში პიანისტ დავით ალადაშვილის და სუხიშვილების კონცერტები გაიმართება

19 და 20 მაისს, მერიის ახალი პლატფორმის ფარგლებში - "თბილისის ცის ქვეშ" პიანისტ დავით ალადაშვილის  და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტები გაიმართება.

კულტურული ღონისძიებები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში იგეგმება. 19 მაისს, 21:00 საათზე, გლდანის მე-6-ე მიკრორაიონში, მაყურებლის წინაშე სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი წარდგება, ხოლო კვირას, 20 მაისს, 20:00 საათზე, ვერის ბაღში თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის პიანისტი დავით ალადაშვილი გამართავს სოლო კონცერტს.

"თბილისის ცის ქვეშ" დედაქალაქის მერიის მიერ ინიცირებული კულტურისა და ხელოვნების ახალი პლატფორმაა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, გარეუბნებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.

პლატფორმა მოიცავს მუსიკალურ კონცერტებს, საგანმანათლებლო ლექციებს, ინფო-ტურებს, ღია კინოჩვენებებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფესტივალებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics