23:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 18:38:44, 768 ნახვა

ეკონომიკა
„ტექნო ბუმი“ მაცივრებზე ინოვაციურ აქციას იწყებს

„ტექნო ბუმი“  ინოვაციურ აქციას ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტექნიკაზე - მაცივრებზე იწყებს.

"ტექნო ბუმის" მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს ათი დღის მანძილზე შეეძლება,  განვადებით შეიძინოს ნებისმიერი ბრენდის მაცივარი და მაცივართან ერთად  სახლში წაიღოს 50-დან 400 ლარამდე ნაღდი ფული.

როგორც „ტექნო ბუმში“ განმარტავენ, ამ ინოვაციური შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი მოდის მაღაზიაში,  ნებისმიერი ბრენდისა და მოდელის მაცივარზე, რომელთა ფასები 499 ლარიდან იწყება, აფორმებს  საბანკო განვადებას  და სახლში მაცივართან ერთად მიაქვს ნაღდი ფული 50 -დან 400 ლარამდე.

„ინოვაციურობა სწორედ ისაა, რომ  მომხმარებელი ფაქტობრივად უფულოდ მოდის და სასურველ მაცივართან ერთად, სახლში 400 ლარამდე თანხით ბრუნდება, რომლის  დახარჯვაც აუცილებელი არ არის „ტექნო ბუმში“. მისი გამოყენება მომხმარებელს  თავისი შეხედულებისამებრ ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია“, - აცხადებენ კომპანიაში.

მაღაზიებში შემოსულ მომხმარებელს  ყველა ბრენდისა და მოდელის მაცივარზე  დახვდება  აქციის და მისაღები თანხის  მაჩვენებელი, მაცივრის ზომისა თუ მონაცემების გათვალისწინებით,    რომლის  საფუძველზე  მომხმარებელი თავად შეარჩევს მაცივარს და  შერჩეული მოდელის შესაბამისად, 400 ლარამდე ნაღდ ფულს ხელზე მიიღებს.  

 „ტექნო ბუმის“ ინოვაციური შეთავაზება თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღეს დაიწყო და ათი დღის მანძილზე  გაგრძელდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics