2015-05-09 11:16:27, 665 ნახვა
ეკონომიკა
სოკარმა საქართველოში 700 მილიონიანი ქარხნის მშენებლობა შეაჩერა
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ საქართველოში კარბამიდის ქარხნის პროექტის მშენებლობა შეაჩერა.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული საიტი trend.az ავრცელებს. SOCAR–ის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის განცხადებით, პროექტის განხორციელება დროებით გაიყინა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ საქართველოს მთავრობასთან გარკვეული მოლაპარაკებების დასრულება ვერ მოხერხდა.
SOCAR–ის მიერ საქართველოში, კერძოდ ყულევში კარბამიდის ქარხნის მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებით ცნობილი 2012 წელს გახდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებად 700 მილიონი აშშ დოლარი სახელდებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან