19:47 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 11:17:12, 1026 ნახვა

სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, უწყებრივი მედლები გადაეცათ.

სამი სამხედრო მოსამსახურე  მედლით "საბრძოლო იარისათვის" დაჯილდოვდა.  მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული" ერთმა სამხედრომ მიიღო. ქართველ ჯარისკაცებს უწყებრივი მედლები ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა, 51-ე ბატალიონის მეთურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ და სამეკავშირეო ჯგუფის უფროსმა, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვიცე-პოლკოვნიკმა პიტ ლანგმა გადასცეს.

ღონისძიებაზე პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა ხუთ სამხედრო მოსამსახურეს მადლობის სიგელები გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიალზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს დაემშვიდობა და მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics