14:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 14:14:38, 680 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაციებს დაესწრნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაციებს დაესწრნენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გახსნა. 

სიტყვით გამოსვლისას, მარტინ სტროპნიცკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე წარმატებულები არიან. 

მან საქართველოსთან სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის შესახებ კომპანიების - „აერო ვოდოხოდის“, „ვოპ ცზ“-ის, „ვრ ჯგუფის“, „ტატრას“, „დსიას“, „ომნიპოლისა“ და „ერას“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მათ დაინტერესებულ აუდიტორიას კომპანიების ძირითადი მიმართულებები, ისტორია და წარმოების არეალი გააცნეს.

ღონისძიება საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 სტუმრებს მასპინძლობა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა შტეფან გრივალსკიმ და საელჩოს წარმომადგენლებმა გაუწიეს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics