20:50 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 21:19:49, 972 ნახვა

სპეციალური ანონსი
3 ივნისის ანონსი

3 ივნისს, 09:30 საათზე, სასტუმროში „მილენიუმ ბილტმორი“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართება, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიღებს მონაწილეობას.
თემა: „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“ 
მის: რუსთაველის გამზ. N29

3 ივნისს, 09:30 საათზე, თბილისში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პირველი ფორუმი ჩატარდება.
თემა: ინტერნეტ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ტურიზმში.
მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ. N7 

3 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონში“ აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი „ამერიკის მთავრობის პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპული ქსელის“ (ENAM) მე-10 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას გახსნის.
თემა: „ევროპა ახალი გამოწვევების წინაშე“.
საკონტაქტო ტელ.: 599 512215

3 ივნისს, 11:00 საათზე, “ხალხის პარტიის” ახალგაზრდული ფრთა თბილისში, პარლამენტის შენობის მთავარ შესასვლელთან აქცია-პერფორმანსს გამართავს, ლოზუნგით “კონსტიტუცია პალტო არ არის”.
მის: რუსთაველის გამზ. #8, პარლამენტის მთავარი შესასვლელი
საკონტაქტო პირი თამარ ქათამაძე - 557 019090

3 ივნისს, 12:00 საათზე, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, „სოლიდარობის ფონდთან“ ერთად საქველმოქმედო გამოფენას - „პატარა ხელებით“, გამართავს, სადაც თბილისის საჯარო ბაღების აღსაზრდელების მიერ შექმნილი ნივთები გაიყიდება. ღონისძიებას დაესწრება თბილისის მერი დავით ნარმანია, სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები და სხვა მიწვეული სტუმრები.
მის.: ახალი ტფილისი (აღმაშენებლის გამზირის საფეხმავლო ნაწილი)
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
27-ე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა - BOG, განათლების მთავარი მხარდამჭერი
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics