12:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 14:47:37, 596 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა.

სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია სტამბოლში მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენას „IDEF 2017“ დაესწრება და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას, ასევე უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს გაეცნობა.

მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ლევან იზორია თურქ კოლეგას ფიქრი ისიკს, ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შუაი ალფაის და სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, არმიის გენერალ სალიჰ ზექი ჩოლოქს შეხვდება.

მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა, რომელსაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მასპინძლობს, მასში მონაწილე ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. IDEF ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდ თავდაცვის ინდუსტრიულ გამოფენას წარმოადგენს, ხოლო მონაწილე ქვეყნების, დელეგაციებისა და კომპანიების მხრივ მსოფლიოს მასშტაბით მეხუთე ადგილზეა. წელს გამოფენაში 53 ქვეყნის 781 კომპანია და 493 მაღალი რანგის უცხოელი დელეგატი მონაწილეობს. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics