13:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 16:02:37, 1095 ნახვა

Lifestyle
ირმა ინაშვილი: დიდი ხუთშაბათი დამდაბლებისა და სიყვარულის გამოხატულების დღეა

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური დირექტორი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუკზე, შარშანდელ დიდ ხუთშაბათს იხსენებს და  ღმერთის შთაგონების შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

"შარშან, დიდ ხუთშაბათს, ფეხი ჩვენი ოფისის კარისკაცს დავბანე. წესიერი ადამიანია. ცოტა სასაცილო, მაგრამ გულწრფელი. ფეხის დაბანა დამდაბლების გამოხატულებაა და გულით უნდა აკეთებდე ამას... და არა იმის გამო, რომ სხვებიც აკეთებენ... ჰოდა, ღმერთმა შთამაგონა, რომ ფეხი მაინც და მაინც ამ კაცისთვის დამებანა და წესიერი რომაა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა... ჩქარა, წყალი ავიტანოთ სახურავზე, ფეხი უნდა დაგბანო- თქო, რომ ვუთხარი, მორიდებისგან გაწითლდა. თავი დახარა. "თქვენ?",- მეკითხება. "ვითომ მე ვინა ვარ და რატომ არ უნდა დაგბანო ფეხი",- კითხვას ვუბრუნებ. გავხადე წინდა. დავბანე ორივე ტერფი. გამხდარი, ორი ჩხირივით. მაინც ვერ გაიგო, რატომ ვეტაკე. ჯერ ეგონა, რომ სუნმა შემაწუხა... მერე, როცა ავუხსენი, რომ ასე არ იყო, გაიხარა... დიდი ხუთშაბათი დამდაბლების და სიყვარულის გამოხატულების დღეა. სიხარულით ვემზადები ამ დამდაბლებისთვის,"- წერს ირმა ინაშვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics