02:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 15:37:31, 861 ნახვა

სამხედრო
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის პატივის მისაგებად გმირთა მოედანზე მივიდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალთან ერთად იმყოფებოდნენ ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო კომიტეტის სახელით, გენერალმა პეტრ პაველმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ნატო-ში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე. 

დღესვე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გენერალი პეტრ პაველი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრებს გამართავს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics