16:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 20:16:16, 731 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომას დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის მიზანი ნატოს მხარისთვის თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შეფასება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი იყო. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის პირველი მოადგილე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს შეხვდა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები განიხილეს.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს. ალიანსის წევრებმა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics