15:09 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 23:45:52, 799 ნახვა

სპეციალური ანონსი
20 იანვრის სპეციალური ანონსი

20 იანვარს, 11:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დასაქმების მსურველთა გადამზადება დაიწყება. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრებიან. 
მის.: ბაგები, ი. ჭავჭავაძის #83, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისიტეტი
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558240770

20 იანვარს, 11:30 საათზე, ”გაზპრომთან” დაკავშირებით პარლამენტში, ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავჯდომარის, სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართება. 

20 იანვარს, 13:00 საათზე, მოძრაობა სოლიდარობა გამართავს აქციას მთავარ პროკურატურასთან მოთხოვნით გამოძიებულ იქნას ზურაბ ხუციშვილი - ელიბაშვილის მკვლელობის საქმე.
საკონტაქტო პირი: ლაშა შუკაკიძე 557 95 99 89

20 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „EFFE Label 2017-2018 პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ქართული ფესტივალების წარომადგენლები დაესწრებიან.

20 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის საკონფერენციო დარბაზში განათლების და მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემების შემსწავლელი წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი საბჭოს გაფართოებული სხდომა ჩატარდება. 
მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი #17 ე მე-3 სართული, მცირე აკადემიის შენობა. საკონტაქტო პირი: დენის დავითაშვილი 599 57 20 55

20 იანვარს 20:00 საათზე პირველი საზოგადოებრივის პირდაპირ ეთერში ”აირჩიე საქართველოს ხმა ევროვიზიაზე” გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics